
სასმელი წყლის ავზების ჰიდროიზოლაცია აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ, ჟანგის გაჩენა და შიდა ზედაპირების დაზიანება. ხარისხიანი ჰიდროიზოლაცია ზრდის ავზის გამძლეობას, ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს წყლის სისუფთავეს.
საფარის შერჩევა დამოკიდებულია ავზის ტიპზე (დროებითი თუ მუდმივი) და პირობებზე, ხოლო სამუშაოები უნდა შესრულდეს სწორად და სპეციალისტების მიერ. მნიშვნელოვანია დროული იზოლაცია, რადგან მცირე დაზიანებაც კი იწვევს წყლის გაჟონვას და დაბინძურებას.
გამოიყენება სხვადასხვა ჰიდროიზოლაციის მეთოდი და მასალა, მაგრამ სასმელი წყლისთვის აუცილებელია ეკოლოგიურად უსაფრთხო და სერტიფიცირებული პროდუქტის გამოყენება.

