x
რატომ ჩნდება სისველე სარდაფში და როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

რატომ ჩნდება სისველე სარდაფში და როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

სარდაფში ან მიწისქვეშა სივრცეში სისველე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ის გვხვდება როგორც კერძო სახლებში, ასევე მრავალსართულიან შენობებში და მიწისქვეშა პარკინგებზე. დროთა განმავლობაში წყალი აღწევს ბეტონში, რის გამოც ჩნდება ბზარები, სოკო (ობი) და უსიამოვნო სუნი.

მაღალი ტენიანობის ძირითადი მიზეზები

  • დაზიანებული ჰიდროიზოლაცია 
  • მიწისქვეშა წყლები 
  • ბეტონის ბზარები 
  • სახურავიდან ან მილებიდან წყლის გაჟონვა 
  • ცუდი ვენტილაცია 

რა პრობლემებს იწვევს?

  • კედლების დაზიანება 
  • ობის გაჩენა 
  • ჰაერის დაბინძურება 
  • შენობის კონსტრუქციის დაზიანება

როგორ ხდება ჰიდროიზოლაცია?

პროფესიონალური ჰიდროიზოლაცია მოიცავს:

  1. დაზიანებული ადგილების შემოწმებას 
  2. ბზარების დამუშავებას 
  3. სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო  საინექციო მასალების გამოყენებას

რატომ არის დროული რეაგირება მნიშვნელოვანი?

ჰიდროიზოლაცია აუცილებელია მშენებლობის საწყის ეტაპზე , რადგან თუ სისველეს დროულად არ მოაგვარებთ, დაზიანება სწრაფად გაიზრდება. შედეგად, შეკეთების სამუშაოები უფრო რთული და ბევრად ძვირი ჯდება. დროული ჩარევა კი გვეხმარება პრობლემის მარტივად და ეფექტურად მოგვარებაში.